• 03-11-2023
    სახომ "მონპელიე" დატოვა - მიზეზი მწვრთნელთან ჩხუბია
    სახომ "მონპელიე" დატოვა - მიზეზი მწვრთნელთან ჩხუბია
    Author of the article
    Aa

    33 წლის ცენტრალურმა მცველმა, მამადუ სახომ ფრანგული "მონპელიე" დატოვა. ფრანგი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიზეზად გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს ასახელებს.

    "უნდა იცოდო, როგორ დატოვო ადგილი, სადაც პატივისცემით აღარ გეპყრობიან.

    იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რომელსაც ადგილი გასულ კვირას, სავარჯიშო ცენტრში ჰქონდა და რომელზეც მე ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნი, გადავწყვიტე, "მონპელიესთან" თანამშრომლობა დავასრულო," - დაწერა მამადუმ ინსტაგრამზე.

    ფრანგულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მამადუმ და "მონპელიეს" მთავარ მწვრთნელმა, მიშელ დე ზაკარიანმა იჩხუბეს.

    "ლა პაილადე" აღნიშნულს უარყოფს, თუმცა სახოს განცხადება გვაფიქრებინებს, რომ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი.

    გამოცდილი უკანახაზელი "მონპელიეს" 2021 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან სულ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები