• 03-11-2023
    “აიაქსის” მწვრთნელი: “ჩვენ მიქაუტაძეს აუცილებლად გამოვიყენებთ”
    “აიაქსის” მწვრთნელი: “ჩვენ მიქაუტაძეს აუცილებლად გამოვიყენებთ”

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის “აიაქსმა” ერედივიზიონის გამოტოვებულ შეხვედრაში შინ “ვოლენდამი” მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

    ამსტერდანელთა შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია ახალგაზრდა ქართველ ლეგიონერს გიორგი მიქაუტაძეს.

    “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართველ თავდამსხმელზეც ისაუბრა:

    “მიქაუტაძეს მშვენიერი მონაცემები აქვს და რაც ვარჯიშზე ვიხილეთ, რომ მშვენიერი ფინიშინგი აქვს. თუმცა მას ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტაცია დასჭირდება.

    რა უნდა გააკეთოს ბურთის დაკარგვის დროს, როგორ მოაქციოს მეტოქე წნეხის ქვეშ? გიორგი სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორება მართებს. გიორგი გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ”. - განაცხადა ვან’ტ სხიპმა.

    ცნობისთვის, მიქაუტაძეს მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს “ჰერენვერის” წინააღმდეგ მოელის.

    Facebook კომენტარები