• 16-11-2023
    ამას ვერავინ იფიქრებდა - რომელ გუნდში გადასვლას უახლოვდება დავიდ დე ხეა
    ამას ვერავინ იფიქრებდა - რომელ გუნდში გადასვლას უახლოვდება დავიდ დე ხეა

    დავიდ დე ხეა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტი გახდა და ჯერაც უგუნდოდ არის.

    ესპანელმა მეკარემ ოლდ ტრაფორდზე გატარებული 12 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა, მაგრამ ახალ გუნდს ვერ მიაგნო.

    Marca-ს ინფორმაციით, დე ხეა ახლოს არის ფეხბურთში დაბრუნებასთან, თუმცა ძალიან მოულოდნელ კლუბში.

    როგორც მადრიდული გამოცემა ირწმუნება, 33 წლის მეკარე ესპანურ "ელდენსესთან" გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც ესპანეთის მეორე ლიგაში თამაშობს.

    წყაროს თქმით, დე ხეა ალიკანტეშიც შენიშნეს, სადაც სწორედ "ელდენსეს" წარმომადგენლებს ხვდებოდა.

    Facebook კომენტარები