• 16-11-2023
    საბა ლობჟანიძე: “სეზონი იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ველოდებოდით”
    საბა ლობჟანიძე: “სეზონი იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ველოდებოდით”

    როგორც მოგეხსენებათ, MLS-ის 1/8 ფინალში “ატლანტა იუნიატედი” “კოლუმბუს ქრიუს” წინააღმდეგ დამარცხდა.

    “ატლანტა იუნიატედის” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძე გამოჩნდა, რომელმაც ამერიკელ გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა.

    საბამ სოციალურ ქსელში წლის შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა:

    “სეზონი იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ველოდებოდით, თუმცა ყველაფერი გავიღეთ. ჩვენ გამოვიყენებთ ამ დროს და დავბრუნდებით უფრო ძლიერები ვიდრე ოდესმე!

    მადლობელი ვარ 17-იანების, ჩემი გუნდის და თანამშრომლების, რომ დამეხმარნენ სახლის პოვნაში სახლიდან შორს! მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ მერსედეს ბენს არენაზე, ძალიან მაგარი იყო!

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ სეზონში შეგხვდებით”. - განაცხადა ლობჟანიძემ.

    ცნობისთვის, საბამ გასულ სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

    Facebook კომენტარები