• 17-11-2023
    თავის ტკივილით თამაში - კვარამ შოტლანდიასთან მატჩი რთულ პირობებში ჩაატარა
    თავის ტკივილით თამაში - კვარამ შოტლანდიასთან მატჩი რთულ პირობებში ჩაატარა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ შოტლანდიასთან მატჩი ფრედ 2:2 ითამაშა, სადაც ქართველმა სუპერსარკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა.

    მატჩის შემდეგ ქართული სანდო წყარო, "Geo Team" წერს, რომ გასული 2 დღის განმავლობაში კვარას  თავის ტკივილი აწუხებდა და მისი თამაში საეჭვო იყო.

    როგორც ცნობილია, ამ დღეების განმავლობაში ხვიჩა ექმითან კონსულტაციაზე 2-ჯერ მივიდა.

    ასევე იწერება, რომ ის სრულიად მზად არ იყო მატჩის ჩასატარებლად, თუმცა მისი დიდი სურვილს წინ ვერავინ აღუდგა და ბრწყინვალე მატჩიც შემოგვთავაზა.

    Facebook კომენტარები