• 18-11-2023
    დი მარკო: "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იტალიისთვის სავალდებულოა"
    დი მარკო: "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იტალიისთვის სავალდებულოა"
    Author of the article
    Aa

    იტალიის ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და ადვილად დაამარცხა, ანგარიშით 5:2.

    "სკუადრა აძურას" მხრიდან გოლები მატეო დარმიანმა, ფედერიკო კიეზამ (დუბლი), ჯაკომო რასპადორიმ და სტეფან ელ-შაარავიმ გაიტანა. ბალკანელთაგან დუბლით თავი ჯანი ატანასოვმა გამოიჩინა.

    მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტს იტალიის ეროვნული გუნდისა და მილანის "ინტერის" მარცხენა მცველი, ფედერიკო დი მარკო გაესაუბრა.

    "ყველა სანაკრებო მატჩი რთულია, მაგრამ შეიძლება მეტოქე მაშინ გამოიჭირო, როცა მას ცუდი დღე აქვს. უკრაინა ძლიერი გუნდია და მათთან ყველა მომენტში სიფრთხილე გვმართებს.

    ვფიქრობ, ევრო 2024-ზე გასვლა იტალიისთვის ლამის სავალდებულოა. წინა ტურნირი ჩვენ მოვიგეთ და ფანები იქ ყოფნას მოგვთხოვენ.

    დღეს კარგი მატჩი ჩავატარეთ, ბევრი შანსი შევქმენით, ზეაქტიურები ვიყავით და მთავარი მწვრთნელის დავალებებს ზედმიწევნით ვასრულებდით," - თქვა დი მარკომ.

    შანსი იმისა, რომ იტალია ზედიზედ მეორე დიდი სანაკრებო ტურნირის მიღმა დარჩეს, მაინც არსებობს. C ჯგუფში აპენინელები მეორე ადგილს უკრაინელებთან ერთად იყოფენ. ორივე გუნდს 13-13 ქულა აქვს.

    20 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან ერთმანეთს სწორედ უკრაინისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად "ლურჯ-ყვითლებს" მხოლოდ მოგება ყოფნით, ყველა სხვა შედეგი კი ევრო 2020-ის გამარჯვებულებს აძლევთ ხელს.

    Facebook კომენტარები