• 20-11-2023
    საქართველოს ნაკრების ნოემრბის სანაკრებო პაუზა - კვარა დაწინაურდა, შეცვლილი ბომბარდირთ სია
    საქართველოს ნაკრების ნოემრბის სანაკრებო პაუზა - კვარა დაწინაურდა, შეცვლილი ბომბარდირთ სია

    კიდევ ერთი სანაკრებო პაუზა დასრულდა, ჩვენმა ნაკრებმა ნოემბრის თვეში გამართულ ორ მატჩში თავი კარგი თამაშით, თუმცა შედეგის გარაშე დაგვამახსოვრა.

    ამ თვეში "ჯვაროსნები" შოტლანდიისა და ესპანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც სკოტებთან "დინამო არენაზე" ფრე 2:2 ითამაშეს, ხოლო ესპანეთთან ვალიადოლიდში ანგარიშით 3:1 დამარცხდნენ.

    გასულ ორ მატჩში გამოირჩა "ნაპოლის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 3 გოლის გატანა მოახერხა, ასევე აღსანიშნავია, გიორგი ჩაკვეტაძის მშვენიერი თამაში მოენდის ცენტრში.

    ამ შედეგებმა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში კვარა საგრძნობლად დააწინაურა, მას ჩვენი გუნდის რიგებში 15 გოლი დაუგროვდა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

    ნაკრების ტოპ 10 ბომბარდირის სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:

    1. შოთა არველაძე 26 გოლი 61 მატჩში

    2. თემურ ქეცბაია 17 გოლი 52 მატჩში

    3. ხვიჩა კვარაცხელია 15 გოლი 29 მატჩში 

    4. ალექსანდრე იაშვილი 15 გოლი 67 მატჩში 

    5. თორნიკე ოქრიაშვილი 13 გოლი 50 მატჩში

    6. ვაკო ყაზაიშვილი 13 გოლი 63 მატჩში 

    7. გიორგი დემეტრაძე 12 გოლი 56 მატჩში

    8. ლევან კობიაშვილი 12 გოლი 100 მატჩში

    9. ჯაბა კანკავა 10 გოლი 100 მატჩში

    10. გიორგი მიქაუტაძე 9 გოლი 22 მატჩში.

    Facebook კომენტარები