• 20-11-2023
    "ბარსელონა" ლო ჩელსოს მიუბრუნდება
    "ბარსელონა" ლო ჩელსოს მიუბრუნდება

    ჯოვანი ლო ჩელსო "ბარსელონას" რადარზე დაბრუნდა, - იუწყება Mundo Deportivo.

    "ტოტენჰემის" არგენტინელი ნახევარმცველი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამიზნე ჯერ კიდევ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იყო. იგი ჩავისაც მოსწონდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჯოვანი ლონდონში დარჩა.

    27 წლის შუახაზელი "ბარსას" შეიძლება პაბლო გავის შემცვლელადაც მოევლინოს.

    "ბლაუგრანასთვის" ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი იქნება, თუ ლო ჩელსოს "დეზები" მათთან იჯარის წესით გაუშვებენ.

    მიმდინარე სეზონში არგენტინელმა სულ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები