• 21-11-2023
    მბაპეს მთავარ შემცვლელად განიხილება! - პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდა
    მბაპეს მთავარ შემცვლელად განიხილება! - პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდა

    როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ცხადია, ფრანგი შემტევის მთავარი მსურველი მადრიდის “რეალი” გახლავთ და “სამეფო” კლუბი 24 წლის მოთამაშის შეძენას 2024 წლის ზაფხულშიც შეეცდება.

    გავლენიანი ევროპული გამოცემა, 90 Min-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელად “ნაპოლის” ქართველ ლეგიონერს, ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს.

    რა თქმა უნდა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა პსჟ მბაპეს შენარჩუნებას. თუ ფრანგი ფეხბურთელი პარიზში დარჩა, ხვიჩას ტრანსფერი არ შედგება. თუ დედაქალაქელებმა კილიანი ვერ შეინარჩუნეს, ისინი 22 წლის ქართველი გარემარბის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

    საგულისხმოა, რომ ამავე წყაროს ცნობით, კვარაცხელიას “მანჩესტერ იუნიატედის”, ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ნიუკასლის” სკაუტები აკვირდებიან.

    ცნობისთვის, კვარამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების მაისური ჩატარებულ 21 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები