• 22-11-2023
    დეკუს როკეზე ჰკითხეს - სპორტული დირექტორის განცხადება
    დეკუს როკეზე ჰკითხეს - სპორტული დირექტორის განცხადება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, დეკუ ირწმუნება, რომ ვიტორ როკეს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დამატების საკითხი ფინანსური ფეარ-პლეის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

    "ვიქტორ როკეს შეერთება ფინანსურ ფეარ-პლეიზეა დამოკიდებული. იმისდა მიხედვით, რა თანხასაც გამოვიმუშავებთ, გვეცოდინება, შეგვეძლება თუ არა ამის გაკეთება.

    გავის ტრავმა ახალ სცენარს წარმოშობს. ყველაფერს შევაფასებთ," - თქვა პორტუგალიელმა.

    რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსა" იანვარში გავის შემცვლელ ნახევარმცველს შეიძენდა, როკეს დამატება კი ზაფხულამდე გადაიწევდა.

    შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ თავდამსხმელში "ბლაუგრანა" "ატლეტიკო პარანაენსეს" 30 მილიონ ევროს (+31 მილიონი ევროს ბონუსები) გადაიხდის.

    Facebook კომენტარები