• 24-11-2023
    ცნობილია: როდის შედგება როკეს დებიუტი "ბარსაში"
    ცნობილია: როდის შედგება როკეს დებიუტი "ბარსაში"

    როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიტორ როკეს "ბარსელონასთან" იანვარში შეერთება გადაწყვეტილია. ამის დასტური კლუბმა ლა ლიგისგან უკვე მიიღო.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როხერ ტორელოს ცნობით, ბრაზილიელი თავდამსხმელი ბარსელონაში 20 დეკემბრისთვის ჩაფრინდება.

    როკე იმედოვნებს, რომ მისი "ბლაუგრანული" დებიუტი წლის პირველ ოფიციალურ მატჩში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ შედგება.

    კუნძულელებთან "ლურჯ-ბროწეულისფრების" დაპირისპირება 2024 წლის 3 იანვრისთვისაა ჩანიშნული.

    შეგახსენებთ, რომ როკეში "ბარსა" "ატლეტიკო პარანაენსეს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის. გარიგებაში ჩადებულია 31 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც.

    Facebook კომენტარები