• 26-11-2023
    "ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ" - ჰავერცი "ბრენტფორდთან" გოლზე
    "ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ" - ჰავერცი "ბრენტფორდთან" გოლზე
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა! "მეთოფეებს" "ბრენტფორდის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება კაი ჰავერცმა, 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოაპოვებინა. გერმანელი ნახევარმცველი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა თავის გამოსაჩენად მცირე დროც ეყო.

    წარმატებული მატჩის შემდეგ გერმანელმა ვარსკვლავმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

    "ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუნდი და აღებული 3 ქულა ჩემთვისაც კარგია. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ეს მომენტები კიდევ განმეცადა და ახლა ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ.

    აქ მოსაგებად ჩამოვედით და სახლში 3 ქულით წასვლა ბრწყინვალე შეგრძნებაა.

    საკუთარ თავებზე უნდა ვფოკუსირდეთ, მატჩები მოვიგოთ და ვნახოთ, რა მოხდება," - თქვა ჰავერცმა.

    კაის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 2 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება "არსენალს", მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" გუნდი 1 ქულით უსწრებს.

    Facebook კომენტარები