• 27-11-2023
    ჩავი კიმიხს რამდენჯერმე ესაუბრა - რა სურს იოზუას
    ჩავი კიმიხს რამდენჯერმე ესაუბრა - რა სურს იოზუას
    Author of the article
    Aa

    იოზუა კიმიხი ზაფხულში "ბარსელონას" სამიზნე კიდევ ერთხელ იქნება, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, მანუ საინსი.

    წყაროს თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს ჩავი ერნანდესი რამდენჯერმე გაესაუბრა. საინსი ირწმუნება, რომ კიმიხი "ბლაუგრანაში" გადაბარგების სურვილს ღიად გამოხატავს.

    30 წლის ვარსკვლავმა რომ "ალიანც არენა" შეიძლება დატოვოს, ამაზე გერმანული პრესაც საუბრობს. "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი იოზუას 2024 წლის ივლისში ეწურება - თუ "ბაიერნი" მას მომდევნო ზაფხულს არ გაყიდის, ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვის საფრთხეც რეალური გახდება.

    გერმანელისთვის განსაკუთრებით მომხიბლავი "ბარსას" ამჟამინდელ მესაჭესთან მუშაობის პერსპექტივა უნდა იყოს. კიმიხს ჩავი თავის საყვარელ ნახევარმცველად არაერთხელ დაუსახელებია.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში იოზუას ანგარიშზე 6 ასისტია. Transfermarkt-ი მას 75 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები