• 27-11-2023
    ჩავი დილემის წინაშეა - რას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი
    ჩავი დილემის წინაშეა - რას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი
    Author of the article
    Aa

    SPORT-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს ჟოაუ კანსელუს ჯანმრთელობა აღელვებს.

    პორტუგალიელი მარჯვენა მცველი მიმდინარე სეზონში თითქმის შეუცდომლად თამაშობს.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოლო 14 მატჩი ჟოაუმ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. აქედან 11-ში კი მინდორზე 90 წუთი გაატარა.

    პრობლემა ის გახლავთ, რომ "ბარსას" მესაჭე კანსელუს გუნდისთვის ლამის შეუცვლელ ფიგურად მიიჩნევს და არ სურს, მომდევნო რთული მატჩები მის გარეშე ჩაატაროს.

    კატალონიურ გრანდს "პორტუსთან", "ჟირონასთან" და "ატლეტიკოსთან" ელოდება შეხვედრები.

    ჩავი ახლა დილემის წინაშე დგას - მისცეს კანსელუს დასვენების საშუალება და აირიდოს ტრავმის რისკი, თუ უმნიშვნელოვანესი მატჩები მასთან ერთად ჩაატაროს.

    Facebook კომენტარები