• 30-09-2022
    დასრულებული არაფერია - "იუნაიტედი" დე იონგს 2023 წლის ზაფხულისთვის უმიზნებს
    დასრულებული არაფერია - "იუნაიტედი" დე იონგს 2023 წლის ზაფხულისთვის უმიზნებს
    ავტორი
    Aa

    2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ფრენკი დე იონგი იყო, თუმცა არაფერი გამოვიდა.


    ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კატეგორიული უარი განაცხადა "ბარსელონას" დატოვებაზე და ოლდ ტრაფორდზე გადასვლა არ მოისურვა.


    ESPN-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" დანებებას არ აპირებს და 2023 წლის ზაფხულში, პრიორიტეტული სამიზნე კვლავაც ფრენკი იქნება.


    ახალგაზრდა მოთამაშის დამატება, რა თქმა უნდა, ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომელიც ფრენკის ძალიან კარგად იცნობს "აიაქსში" გატარებული დროიდან.


    გადამწყვეტი ფაქტორი კვლავაც ევროტურნირი იქნება, თუ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა, მაშინ დე იონგის ტრანსფერის შანსები ძალიან გაიზრდება.


    აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენკი "ბლაუგრანას" ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი აღარ არის და ხშირად, სათადარიგოთა სკამზე რჩება.

    Facebook კომენტარები