• 21-06-2023
    ოსიმენის ტრანსფერის როგორი შანსები აქვს "იუნაიტედს" - უახლესი ინფორმაცია ცნობილია!
    ოსიმენის ტრანსფერის როგორი შანსები აქვს "იუნაიტედს" - უახლესი ინფორმაცია ცნობილია!
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პოტენციურ ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს.

    ერიკ ტენ ჰაგის მთავარი პრიორიტეტი ახალი ცენტრალური ფორვარდის დამატებაა, სადაც გუნდს ბევრი კანდიდატი ჰყავს.

    ერთ-ერთი მათგანი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც, როგორც ჩანს, კარიერს ოლდ ტრაფორდზე ვერ გააგრძელებს.

    ფაბრისიო რომანოს თქმით, "იუნაიტედმა" უკვე აცნობა "ნაპოლის", რომ კლუბი მოთხოვნილი თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

    დიდი შანსია, რომ ნიგერიელი "პარტენოპეიში" დარჩეს, რადგან აურელიო დე ლაურენტისმა ის 120 მილიონ ევროზე მეტად შეაფასა.

    Facebook კომენტარები