• 06-04-2022
    ჩალჰანოღლუ: "ვიცოდი, რომ ერიქსენის ჩანაცვლება რთული იქნებოდა."
    ჩალჰანოღლუ: "ვიცოდი, რომ ერიქსენის ჩანაცვლება რთული იქნებოდა."

    ჰაქან ჩალჰანოღლუ "ინტერს" გასულ ზაფხულში "მილანიდან" უფასოდ შეუერთდა. როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2020-ზე მომხდარი ინციდენტის გამო კრისტიან ერიქსენს სერია აში თამაშის უფლება არ მიეცა, შესაბამისად, "ნერაძურის" ნახევარმცველი ესაჭიროებოდა. "ვიცოდი, რომ ერიქსენის ჩანაცვლება რთული იქნებოდა, ის დიდებული ფეხბურთელია"- აცხადებს თურქი.


    ჰაქანმა რამდენიმე დღის წინ ტურინის "იუვენტუსს" თერთმეტმეტრიანი გაუტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა. ჰაქანი აცხადებს, რომ ეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. "იუვენტუსის" დამარცხება მარტივი არასდროსაა. ვალდებულები ვართ, ასე გავაგრძელოთ. შესაძლოა ეს არ იყო ჩვენ მიერ შემოთავაზებული საუკეთესო მატჩი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ"- ამბობს "ნერაძურის" ნახევარმცველი.


    "ინტერი" სერია აში მომდევნო მატჩს "ვერონას" წინააღმდეგ "სან-სიროზე" გამართავს.

    Facebook კომენტარები