• 25-06-2023
    ცნობილია: როდის წარადგენს "ინტერ მაიამი" მესისა და ბუსკეტსს
    ცნობილია: როდის წარადგენს "ინტერ მაიამი" მესისა და ბუსკეტსს
    Author of the article
    Aa

    ბოლო 20 წელიწადში პირველად, "ბარსელონა" ახალ სეზონს ისე იწყებს, რომ გუნდში არც ლიონელ მესი ირიცხება და არც სერხიო ბუსკეტსი.

    დუეტი "ინტერ მაიამიში" გაერთიანდება. ფლორიდულმა კლუბმა ჯერ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დამატება დაადასტურა, ამას კი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენის ტრანსფერის გაოფიციალურება დაუმატა.

    Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, MLS-ის კლუბი ახალწვეულებს 16 ივლისს წარადგენს.

    16 ივლისს "ინტერ მაიამი" "სენტ ლუის სიტისთან" საშინაო მატჩს ატარებს. სწორედ ამ დღეს ნახავენ კლუბის გულშემატკივრები თავიანთი გუნდის ახალ მოთამაშეებს.

    რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაზე ძალიან მასშტაბურ სანახაობას უნდა ველოდოთ.

    Facebook კომენტარები