• 30-06-2023
    დეკუ თურქეთშია - არდა გიულერის “ბარსაში” ტრანსფერი იხურება?
    დეკუ თურქეთშია - არდა გიულერის “ბარსაში” ტრანსფერი იხურება?

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის, არდა გულერის  შეძენით ინტერესდება.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეკუ 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის დასახურად თურქეთში ჩავიდა.

    უდიდესი ალბათობით, ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიურ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს.

    Relevo-ს ჟურნალისტ მატეო მორეტოს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანას" ძალიან უჭირს ისეთი ფორმულის მოძებნა, რითაც არდას კატალონიაში წაყვანა ახლავე იქნება შესაძლებელი. არ არის გამორიცხული, გულერი სტამბოლში კიდევ ერთი სეზონით დატოვონ.

    ცნობისთვის, კატალონიური გუნდი “ფენერბახჩეს”არდა გულერში 17.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ არდამ გასულ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ამავე რამდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები