• 08-07-2024
    "ბოლონიას" მატს ჰუმელსის დამატება უნდა
    "ბოლონიას" მატს ჰუმელსის დამატება უნდა

    Sky Italia ირწმუნება, რომ იტალიური "ბოლონია" 35 წლის თავისუფალი აგენტით, მატს ჰუმელსით ინტერესდება.

    "როსებლუ" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და, რა გასაკვირია, კლუბში ფიქრობენ, რომ გერმანელ უკანახაზელს გუნდისთვის გამოცდილების მოტანა შეეძლება. ჰუმელს აფასებენ მისი ტექნიკური უნარების გამოც.

    ბოლონიაში აღფრთოვანებულნი არიან ვეტერანი მცველის მიერ ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ გათამაშებაში ნაჩვენები თამაშით.

    ბოლო დღეებში ჰუმელსი "რომასაც" დაუკავშირეს. იწერებოდა, რომ "ჯალაროსის" ჰქონდა კომუნიკაცია მატსის გარემოცვასთან და ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნებიც დაკმაყოფილებადი ჩანდა, მაგრამ ამაზე შორს მხარეები ჯერ არ წასულან.

    რა საკვირველია, "მგლების" პასიურობა ხელ-ფეხს უხსნის "ბოლონიას".

    შეგახსენებთ, რომ ჰუმელსს დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი პირველ ივლისს ამოეწურა. გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში მატსმა თავი 4 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩია.

    Facebook კომენტარები