ტრანსფერი მაინც შედგა - გირასი "დორტმუნდის" ფეხბურთელია ტრანსფერი მაინც შედგა - გირასი "დორტმუნდის" ფეხბურთელია » Footballnews ტრანსფერი მაინც შედგა - გირასი "დორტმუნდის" ფეხბურთელია
  • 18-07-2024
    ტრანსფერი მაინც შედგა - გირასი "დორტმუნდის" ფეხბურთელია
    ტრანსფერი მაინც შედგა - გირასი "დორტმუნდის" ფეხბურთელია

    დორტმუნდის "ბორუსიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 28 წლის თავდამსხმელი, სეჰრუ გირასი სწორედ მათი გუნდისთვის შეუტევს.

    ტრანსფერი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სამედიცინო შემოწმებისას გამოჩნდა ტრავმა, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებდა. 

    გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ გირასის ოპერაციის ჩატარება არ დასჭირდებოდა. შესაბამისად, "შავ-ყვითლებმა" გვინეელის გაფორმება გადაწყვიტეს. ამ დაზიანებას სეჰრუ ინდივიდუალური პროგრამით უმკურნალებს, თანაგუნდელებთან ვარჯიშს კი მოგვიანებით განაახლებს.

    "შტუტგარტიდან" გირასის გამოსყიდვა "ბორუსიას" 18 მილიონი ევრო დაუჯდა.

    საფრანგეთში დაბადებულმა შემტევმა დორტმუნდელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    გასულ სეზონში გირასიმ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 28 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩა. შვაბების მიერ სეზონის მეორე ადგილზე დასრულებაში ლომის წვლილი სწორედ სეჰრუმ დაიდო.

    Facebook კომენტარები