• 06-07-2023
    შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრების კრიზისს გვარდიოლას უკავშირებს
    შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრების კრიზისს გვარდიოლას უკავშირებს
    Author of the article
    Aa

    გერმანიის საფეხბურთო ნაკრები რომ ღრმა კრიზისშია, ამის შესახებ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მოეხსენება. "მანშაფტმა" ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატი ჯგუფში ჩარჩენით დაასრულა, ამ ტურნირებს შორის კი იყო ევრო 2020, სადაც ალემანები მერვედფინალში დამარცხდნენ.

    გერმანელებმა ერთ წელიწადში ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლონ, ნაკრები კი საუკეთესო ფორმისგან შორსაა, რაც ივნისში ჩატარებულმა ამხანაგურმა მატჩებმაც კარგად გამოაჩინა..

    ბუნდესგუნდის პრობლემების შესახებ აზრი ბასტიან შვაინშტაიგერს ჰკითხეს. კაპიტანმა, რომელმაც 2014 წელს მუნდიალის თასი აღმართა, გერმანული სანაკრებ ფეხბურთის კრიზისი პეპ გვარდიოლას დაუკავშირა.

    "ეს სიტუაცია გერმანიის ნაკრებისა და ზოგადად, ფეხბურთისთვის ძალიან პრობლემურია. 

    ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა. იცით, როცა პეპ გვარდიოლა "ბაიერნს" შეუერთდა და ამ ქვეყანაში ჩამოვიდა, ყველას ეგონა, რომ ჩვენც მოკლე პასებითა და მისთვის დამახასიათებელი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა.

    იცით, საკუთარ ფასეულობებს ვკარგავთ. წარსულში სხვა ქვეყნები გერმანიას ისე უყურებდნენ, როგორც მეომარს, რომელიც ბოლომდე ირბენდა და არასდროს გაჩერდებოდა," - ამბობს შვაინშტაიგერი.

    შეგახსენებთ, რომ ბასტიანმა და გვარდიოლამ ერთად ორი სეზონის განმავლობაში იმუშავეს. 2017 წელს გერმანელმა "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, კარიერა კი "ჩიკაგო ფაიერში" დაასრულა.

    Facebook კომენტარები