• 06-07-2023
    "მილანზე" განაწყენებული კამადა "ინტერს" დაუკავშირდა
    "მილანზე" განაწყენებული კამადა "ინტერს" დაუკავშირდა

    26 წლის იაპონელ შემტევ დაიჩი კამადას "აინტრახტთან" ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ის ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

    ვრცელდებოდა ცნობები, რომ ფეხბურთელს პირად დეტალებზე "მილანი" შეუთანხმდა და მას "როსონერი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებდა, თუმცა ამის შემდეგ, იტალიურმა გრანდმა ტრანსფერზე მუშაობა გაურკვეველი დროით შეაჩერა.

    ახლა კი "Football Italia" წერს, რომ ფეხბურთელი ლოდინით დაიღალა და მისი დავალებით, აგენტმა "მილანის" თანაქალაქელ "ინტერს" მიმართა. როგორც ირკვევა, იაპონელის აგენტი თავისი კლიენტის გაფორმებას ახლა "ნერაძურის" სთავაზობს.

    ივარაუდება, რომ "მილანი" კამადას საერთოდ აღარ დაიმატებს, რადგან არაევროკავშირელი მოთამაშისთვის, "შავ-წითლებს" მხოლოდ ორი ადგილი ჰქონდათ შემორჩენილი, რომელიც ლონდონის "ჩელსიდან" რუბენ ლოფტუს-ჩიკის შეძენით ახლა მინიმუმამდე შემცირდა და მილანელები იმედოვნებენ, რომ ბოლო დარჩენილ ადგილს "ვილიარეალიდან" სამუელ ჩუკვუეზე შეავსებს.

    Facebook კომენტარები