• 20-07-2023
    რიად მაჰრეზი "ალ აჰლიში" ითამაშებს
    რიად მაჰრეზი "ალ აჰლიში" ითამაშებს

    იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ "მანჩესტერ სიტის" 32 წლის გარემარბი, რიად მაჰრეზი კარიერას საუდის არაბულ "ალ აჰლიში" გააგრძელებს.

    მაჰრეზი თავის ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    "ქალაქელები" ალჟირელ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს მიიღებენ (ბონუსების ჩათვლით). რიადი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაივლის.

    "ეტიჰადზე" გატარებული 5 წარმატებული წლის შემდეგ მაჰრეზი აღმოსავლეთისკენ მიეშურება, რითაც უერთდება იმ ცნობილი ფეხბურთელების უკვე საკმაოდ გრძელ სიას, რომლებმაც საუდის არაბეთში გადაბარგება სწორედ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაწყვიტეს.

    რიადი "სიტიმ" 2018 წელს შეიძინა და "ლესტერს" მის სანაცვლოდ 67 მილიონი ევრო გადაუხადა.

    მანჩესტერულ კლუბში მაჰრეზმა 236 მატჩი ჩაატარა, 78 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ეტიჰადზე" მან 4 პრემიერლიგა, 3 კარაბაოს თასი, 2 ასოციაციის თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

    Facebook კომენტარები