• 02-08-2023
    "ბარსელონა" "ალ ნასრთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს
    "ბარსელონა" "ალ ნასრთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" "ალ ნასრისთან" კლემან ლანგლეს თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს - იუწყება ფერნანდო პოლო.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ფრანგ მცველში დიდი სატრანსფერო თანხის აღებას არ ელოდება, რადგან საამისო მსურველი ისედაც არ ჩანს.

    კატალონიელთათვის ახლა პრიორიტეტი ლანგლეს ხელფასის თავიდან მოშორებაა.

    არსებობს შანსი, რომ "ალ ნასრმა" 28 წლის უკანახაზელი გამოსყიდვის უფლებით ინათხოვროს.

    Relevo-ს ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თუ დავეყრდნობით, მოლაპარაკებებზე ჯერ დაზუსტებით არაფერი თქმულა.

    შეგახსენებთ, რომ კლემანს ლონდონის "ტოტენჰემი" უმიზნებდა, მაგრამ კლუბები ვერ შეთანხმდნენ.

    Facebook კომენტარები