• 13-08-2023
    "ძალიან მწარე საღამო იყო" - ტუხელი "ლაიფციგთან" მარცხზე
    "ძალიან მწარე საღამო იყო" - ტუხელი "ლაიფციგთან" მარცხზე
    Author of the article
    Aa

    გერმანიის 2023 წლის სუპერთასი "რედ ბულ ლაიფციგს" დარჩა. "წითელმა ხარებმა" ფავორიტად შერაცხულ "ბაიერნს" გამანადგურებელი ანგარიშით, 3:0 მოუგეს. სამივე გოლი "ლაიფციგის" ესპანელმა შემტევმა დანი ოლმომ გაიტანა.

    "რეკორდმაისტერის" რიგებში მოედანზე ნახევარი საათით გამოჩნდა გუნდის სარეკორდო ტრანსფერი, ჰარი კეინი, თუმცა ინგლისელმა ცენტრფორვარდმა ბავარიული გრანდის ფიასკოს თავიდან არიდება ვერ მოახერხა.

    მტკივნეულად წაგებული მატჩი "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა შეაფასა.

    "ახსნას ვერ ვპოულობ. უმარტივესი გოლები გავუშვით. თითქოს 4 კვირის განმავლობაში არაფერი გვიკეთებია. რაც დღეს ვაჩვენეთ, არაფერი აქვს საერთო ჩვენს ფორმასთან, ვარჯიშთან, ატმოსფეროსთან. ეს გამაფრთხილებელია.

    კეინის გამო ვწუხვარ. ალბათ, ფიქრობს, რომ 4 კვირა არ გვივარჯიშია. ძალიან მწარე საღამო იყო. 

    ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გასული სეზონი გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ სულ სხვა გზაზე ვართ. განსხვავება ჩვენს დღევანდელ პერფომანსსა და პრესეზონზე ნამუშევარს შორის უზარმაზარია," - თქვა თომასმა.

    შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" ბუნდესლიგის ახალ სეზონს 18 აგვისტოს, ბრემენის "ვერდერთან" მატჩით გახსნის.

    Facebook კომენტარები