ფრანკფურტის "აინტრახტის" ფრანგმა თავდამსხმელმა, რენდალ კოლო მუანიმ გუნდის დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვა. "არწივების" ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ კოლო მუანი ამ გზით გუნდიდან წასვლის უფლების მოპოვებას ცდილობს.
"თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ გუნდის სპორტულ მენეჯმენტს შეატყობინა, რომ ევროპის კონფერენს ლიგის პლეი ოფის ეგიდით ლევსკის "სოფიასთან" გასამართი მატჩის წინა უკანასკნელ სავარჯიშო სესიაზე მონაწილეობას არ მიიღებს.
მიზეზად მან დაასახელა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გუნდის შეცვლა სურს," - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კოლო მუანი "აინტრახტს" "ნანტიდან" შეუერთდა და 46 მატჩში 23 გოლი შეაგდო. ახალი სეზონი 24 წლის თავდამსხმელმა 4 მატჩში გატანილი 3 გოლით დაიწყო.
ფრანგი შემტევით ყველაზე დაინტერესებულ კლუბად "პარი სენ ჟერმენი" მიიჩნევა, სადაც რანდალს თანამემამულეები - კილიან მბაპე და უსმან დემბელე ელოდებიან.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელს "აინტრახტთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.