• 09-09-2023
    კაშია: "დღეს საქართველოს ნაკრებში თამაშს არავინ ვიმსახურებდით"
    კაშია: "დღეს საქართველოს ნაკრებში თამაშს არავინ ვიმსახურებდით"

    ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან სამარცხვინოდ წაგებული მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეაფასა.

    "სალაპარაკო ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, მაინტერესებს შემდეგ თამაშს ფეხბურთელები როგორი განწყობით ითამაშებენ. ასეთი თამაშის მერე, ალბათ, ვალდებულები ვართ, რომ რაღაცნაირად რეაქცია ვაჩვენოთ შემდეგ თამაშში. დღეს რაც სისუსტე ვანახეთ, ყველამ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. შემდეგი თამაშისთვის გულშემატკივრის გული ისევ უნდა მოვიგოთ.

    შეიძლება ესპანეთის ნაკრებთან წააგო, ძალიან ძლიერი გუნდია მაგრამ ამხელა შედეგით, ასეთი სუსტი თამაშით, ასეთი სუსტი პერფომანსით... ძალიან გული მწყდება. მწყდება გული იმ ადამიანების გამო, ვისაც ასე გავუცრუეთ იმედები. ვწუხვარ მათ გამო. ასეთი სუსტი თამაში ნაკრებში, ალბათ, რაც მე მითამაშია, არასდროს გვითამაშია .ყველა ორთაბრძოლას ვაგებდით, ჩვენზე ბევრად სწრაფად გადაადგილდებოდნენ. შანსი არ გვქონდა დღეს და, ალბათ, ყველა ფეხბურთელმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

    ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მე ვგრძნობ, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა, რა თქმა უნდა, თავის თავში უნდა მონახოს პრობლემა და დღეს, ალბათ, ნაკრების მაისურით თამაში არცერთ ფეხბურთელს არ ეკუთვნოდა. 

    კიდევ ერთხელ, ვწუხვარ ამ შედეგის გამო, მაგრამ შემდეგი თამაშისთვის, გულშემატკივრებისთვის და ჩვენი თავისთვის, აუცილებლად უნდა ვანახოთ რეაქცია, ის როგორც დღეს გული დავწყვიტეთ გულშემატკივარს, აუცილებლად უნდ გამოვასწოროთ," - უთხრა ბრატისლავის "სლოვანის" უკანახაზელმა პირველ არხს.

    შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ჯვაროსნებს" 12 ნოემბერს, ნორვეგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ელოდებათ. საქართველოსაც და ნორვეგიასაც ქვეჯგუფში 4-4 ქულა აქვთ.

    Facebook კომენტარები