• 13-06-2023
    ნმეჩასთვის "დორტმუნდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ
    ნმეჩასთვის "დორტმუნდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" თვალი "ვოლფსბურგის" ნახევარმცველის, ფელიქს ნმეჩას დაადგა. "შავ-ყვითლები" 22 წლის ფეხბურთელს "რეალში" მიმავალი ჯუდ ბელინგემის შემცვლელად განიხილავენ.

    "ზიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებს ფელიქსის გადასაბირებლად დიდი ბრძოლის გადახდა მოუწევთ, რადგან, თუ SPORT1-ს ვენდობით, ფეხბურთელით დაინტერესდა "მანჩესტერ იუნაიტედიც".

    "წითელ ეშმაკებს" უკვე ჰქონდათ მოლაპარაკებები ნმეჩას მამასთან, რომელიც მოთამაშის აგენტის როლს ასრულებს.

    გერმანელ ნახევარმცველს "მგლების" დატოვება აქვს განზრახული. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, "ვოლფსბურგი" მას 15 მილიონ ევროდ აფასებს.

    აქვე გეტყვით, რომ მოედნის ცენტრის გაძლიერება "ბორუსიას" მთავარი საზაფხულო ამოცანა იქნება. გერმანული კლუბი ამსტერდამის "აიაქსიდან" ედსონ ალვარესის წაყვანასაც აპირებს.

    რაც შეეხება ნმეჩას, ბუნდესლიგის გასულ სეზონში მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.

    Facebook კომენტარები