იუსუფა მუკოკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, ზამთარში შეიძლება ახალი გუნდის ძიებაში აღმოჩნდეს.
SPORT1-ის ჟურნალისტი, პატრიკ ბერგერი ირწმუნება, რომ "ბორუსია დორტმუნდში" გერმანელი თავდამსხმელის მომავალი ბურუსითაა მოცული. იუსუფა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ედინ ტერზიჩს არ მოსდის თვალში.
წყაროს თანახმად, "შავ-ყვითლები" 18 წლის ფორვარდის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე განათხოვრებას ან გაყიდვას განიხილავენ.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ BILD-მა გაახმიანა ესპანური პრესიდან წამოსული ცნობები, რომ ჯუდ ბელინგემი მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობის მუკოკუს ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებას ცდილობს.
იოსუფამ ახალ სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ჯერ 1 გოლით გამოიჩინა თავი - გერმანიის თასზე "შოტ მაინცის" კარი აიღო.
Transfermarkt-ი მუკოკოს 30 მილიონ ევროდ აფასებს.