• 01-10-2023
    კიმიხი: "ლაიფციგთან" სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა"
    კიმიხი: "ლაიფციგთან" სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა"
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნისთვის" "რედ ბულ ლაიფციგთან" გუშინ გამართული შეხვედრა კატასტროფულად დაიწყო, რადგან ბავარიელები 26-ე წუთისთვის უკვე 0:2-ს აგებდნენ.

    ტომას ტუხელის გუნდმა ვითარების გამოსწორება მეორე ტაიმში მოახერხა. 57-ე წუთზე სხვაობა ლეროი სანემ შეამცირა, 70-ე წუთზე კი ჰარი კეინმა გარდასახა პენალტი გოლად. 

    "რეკორდმაისტერის" კაპიტანი, იოზუა კიმიხი თამაშით უკმაყოფილო დარჩა, თუმცაღა გერმანელი მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი სამართლიანი გახლდათ.

    "გაღიზიანებული ვარ იმით, თუ როგორი გოლები გავუშვით. ჯერ აუტიდან, შემდეგ კი იმ კუთხურიდან, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო. პირველ ტაიმში თამაშში ვერ დავბრუნდით, მაგრამ მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, რომ მატჩის შემოტრიალება გვსურდა. ასეთი რეაქციის ჩვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ.

    ბოლოსკენ მოგებაც შეგვეძლო, როცა მიზანთან ახლოს ჩუპო-მოტინგი იყო ახლოს, თუმცა შემდეგ სვენმაც (ულრაიხი) კარგი ბურთი აუღო ბენჯამინ სესკოს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ფრე სამართლიანი შედეგია," - თქვა კიმიხმა.

    ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში "ბაიერნს" ფეხი უკვე მეორედ დაუცდა. "ალიანც არენას" ბინადრებს ახლა 14 ქულა აქვთ, სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას ამაგრებენ და ლიდერ "ლევერკუზენს" 2 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხებათ "წითელ ხარებს", "ბაიერნამდე" მათ სულ 1 ქულა აშორებთ.

    Facebook კომენტარები