• 23-10-2023
    "ჩელსი" აარონ რამსდეილით ინტერესდება
    "ჩელსი" აარონ რამსდეილით ინტერესდება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, აარონ რამსდეილმა ლონდონის "არსენალის" ძირითადი გოლკიპერის სტატუსი დავიდ რაიას გადაულოცა. უკვე ორი თვეა, რაც ინგლისელი "მეთოფეების" სასტარტო შემადგენლობაში არ გვინახავს, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ რამსდეილი გუნდს უახლოეს მომავალში შეიცვლის.

    ინგლისელი ჟურნალისტის, ბენ იაკობსის ინფორმაციით, შექმნილი ვითარებით სარგებლობას "ჩელსი" გეგმავს.

    მართალია, "არისტოკრატებმა" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთბაშად ორი მეკარე შეიძინეს, თუმცა გაცემულ ავანსებს ვერცერთი ამართლებს. ეს კარგად პრემიერ ლიგის გასულ ტურშიც გამოჩნდა, როცა რობერტ სანჩესის მიერ დაშვებული შეცდომა "ჩელსის" "არსენალთან" თითქმის მოპოვებული გამარჯვების ხელიდან გაშვებად დაუჯდა.

    ცხადია, ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთული იქნება, რადგან "არსენალი" უშუალო მეტოქის გაძლიერებას არ ისურვებს.

    თანაც რამსდეილის ჩრდილოლონდონური კარიერისთვის ხაზის ბოლომდე გადასმაც არ შეიძლება, რადგან დამაჯერებლად ვერც რაია გამოიყურება. არ გამოვრიცხოთ, 25 წლის კიპერი ჩვეულ პოზიციაზე მალე ვიხილოთ.

    მიმდინარე სეზონში აარონმა 6 მატჩის ჩატარება მოასწრო. მან 5 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები