• 28-10-2023
    ცნობილია - რატომ იუარა მაგუაიერმა "ვესტ ჰემში" გადასვლა
    ცნობილია - რატომ იუარა მაგუაიერმა "ვესტ ჰემში" გადასვლა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თითქმის დადასტურებული იყო, რომ ჰარი მაგუაიერი "ვესტ ჰემს" შეუერთდებოდა.

    ტრანსფერზე ბოლო წამს უარი თავად ფეხბურთელმა თქვა, მედიაში კი ამის მიზეზი ვრცელდება.

    როგორც იწერება, ჰარიმ გუნდის გამოცვლაზე იმიტომ თქვა უარი, რომ მან დაინახა "მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემები დაცვის ხაზში.

    ვარანისა და მარტინეზის ტრავმამ მას კლუბის დატოვება და "ვესტ ჰემში" გადაბარგება გადააფიქრებინა. მაგუაიერის კლუბში დარჩენა და შანსების მიღება სურდა.

    Facebook კომენტარები