• 28-02-2024
    "ბაიერნმა" ენდი რობერტსონს დაუმიზნა
    "ბაიერნმა" ენდი რობერტსონს დაუმიზნა
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" კანადელი მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის მადრიდის "რეალში" წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ჩანს, მის შემცვლელს კი "რეკორდმაისტერმა" მერსესაიდულ "ლივერპულში" მიაგნო.

    Daily Mail-ის ინფორმაციით, ბავარიულმა გრანდმა "წითლების" 29 წლის ფლანგელს, ენდი რობერტსონს პრიორიტეტული სამიზნის სტატუსი მიანიჭა.

    შოტლანდიელს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ "ენფილდის" ბინადრები თავიანთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელს იოლად შეელიონ, ამიტომ "ბაიერნს" იოლი ამოცანა ნამდვილად არ აქვს შესასრულებელი.

    "რეკორდმაისტერის" იმედები შეიძლება იმასაც ემყარებოდეს, რომ სეზონის ბოლოს მერსესაიდს იურგენ კლოპი დატოვებს, რამაც თავის მომავალზე შეიძლება ენდიც ჩააფიქროს.

    რობერტსონი "სქაუზერებს" 2017 წელს შეუერთდა და "ჰალ სიტიმ" მასში 8 მილიონი ფუნტი მიიღო. მას მერე შოტლანდიელმა "ლივერპულის" მაისურით 282 მატჩი ითამაშა, 9 გოლი გაიტანა, 64 საგოლე გადაცემა მიითვალა და 8 ტიტული მოიგო.

    Facebook კომენტარები