• 01-03-2024
    "ბაიერნი" ერიკ დაიერს გამოისყიდის
    "ბაიერნი" ერიკ დაიერს გამოისყიდის
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნი" 29 წლის ინგლისელ მცველს, ერიკ დაიერს ლონდონის "ტოტენჰემიდან" გამოისყიდის.

    დაიერი "რეკორდმაისტერს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, იჯარის წესით შეუერთდა. კლუბებს შორის შეთანხმებაში ჩაიდო პუნქტი, რომ თუ დაიერი "ბაიერნის" მაისურით განსაზღვრული რაოდენობის მატჩს ჩაატარებდა, კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებოდა.

    გამოცდილმა უნივერსალმა ბავარიული გრანდის ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, საიდანაც 4-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა. როგორც ჩანს, ეს მისი ლონდონური კარიერისთვის წერტილის დასასმელად საკმარისი აღმოჩნდა.

    "დეზები" ინგლისელ ფეხბურთელში 3-4 მილიონ ევროს მიიღებენ.

    ერიკის მიერ "ბაიერნთან" გაფორმებული 6-თვიანი კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება და იგი "ალიანს არენაზე" 2025 წლის ივლისამდე დარჩება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დაიერმა "ტოტენჰემში" ცხრა-ნახევარი წელი გაატარა. "სპურსის" რიგებში მან 365 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები