• 03-03-2024
    მუსიალამ "ბაიერნის" საკონტრაქტო შეთავაზება უარით გაისტუმრა
    მუსიალამ "ბაიერნის" საკონტრაქტო შეთავაზება უარით გაისტუმრა
    Author of the article
    Aa

    ჯამალ მუსიალამ მიუნხენის "ბაიერნის" საკონტრაქტო შეთავაზება უარით გაისტუმრა, - იუწყება Daily Star.

    წყაროს თანახმად, გერმანელი ნახევარმცველი კვირაში 150 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელი ამ წინადადებას არ დასთანხმდა.

    მუსიალას უარი ტრანსფერის განხორციელების რწმენას უზრდის "მანჩესტერ სიტის". Daily Star-ის თქმით, "ქალაქელები" თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ჯამალისთვის ბრძოლას მოიგებენ. "რეკორდმაისტერის" ვარსკვლავს უმიზნებს "ლივერპულიც".

    გერმანელს "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივლისში ეწურება. მოარული ხმების მიხედვით, ბავარიული გრანდი ახალგაზრდას მინიმუმ 90 მილიონ ევროდ დააფასებს.

    ჯამალის გადაბირებით ლონდონის "ჩელსიცაა" დაინტერესებული, მაგრამ "არისტოკრატების" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა თითქმის გამორიცხულია, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიღმა დარჩენილ გუნდში გადასვლა კი მუსიალას წესით არ უნდა სურდეს.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში "ბაიერნის" ვარსკვლავმა 9 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები