• 09-03-2024
    კეინის სარეკორდო საღამო - "ბაიერნმა" "მაინცს" გადაუარა
    კეინის სარეკორდო საღამო - "ბაიერნმა" "მაინცს" გადაუარა
    Author of the article
    Aa

    ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაში მყოფმა "ბაიერნმა" ხასიათი ჯერ შუა კვირაში გამოიკეთა, როცა რომის "ლაციოს" შინ სამბურთიანი სხვაობით მოუგო (3:0) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, დღეს კი "მაინცი" ააოხრა, ანგარიშით 8:1.

    "რეკორდმაისტერის" მხრიდან დუბლით თავი ლეონ გორეცკამ გამოიჩინა, თითო გოლი ლეონ გორეცკამ, თომას მიულერმა და სერჟ გნაბრიმ გაიტანეს, ჰარი კეინმა კი ჰეთ თრიქი შეასრულა.

    დღევანდელი პერფომანსით ინგლისელმა ცენტრფორვარდმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა.

    ჰარი გახდა პირველი ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში სულ მცირე 8 მატჩში შეძლო 2 ან მეტი გოლის გატანა. აქამდე საუკეთესო შედეგი 7 მატჩი გახლდათ, რომელიც ორ ფეხბურთელს ეკუთვნოდა: ფრიდჰელმ კონიეცკას (1963-1964) და ტონი პოლსტერს (1993-1994).

    გარდა ამისა, კეინი ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში თავის პირველ სეზონში 4-ჯერ შეასრულა ჰეთ თრიქი.

    30 წლის ცენტრფორვარდს გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 30 გოლი აქვს გატანილი და რობერტ ლევანდოვსკის 41-გოლიანი რეკორდის დამხობას უმიზნებს. ამისთვის მას 9 შეხვედრაში 12 ბურთი ექნება გასატანი.

    Facebook კომენტარები