• 21-01-2023
    კიმიხი: "ლაიფციგს" მოგება სჭირდებოდა"
    [/xfgiven_playerads]
    კიმიხი: "ლაიფციგს" მოგება სჭირდებოდა"
    Aa

    გერმანიის ბუნდესლიგა ფეხბურთის ქომაგებს ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუშინ "ლაიფციგმა" ჩემპიონატის ლიდერ "ბაიერნს" უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში დაუზავდა, ანგარიშით 1:1.


    "რეკორდმაისტერი" შეხვედრას ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგის მიერ 37-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით იგებდა, თუმცა 52-ე წუთზე მარსელ ჰალსტენბერგმა წონასწორობა აღადგინა.


    ბავარიულ მხარეს ჰქონდა პრეტენზია, რომ ჰალსტენბერგის გოლის ეპიზოდში იოზუა კიმიხზე თამაშის წესები ირღვეოდა, მაგრამ გერმანელმა ნახევარმცველმა ეს მატჩისშემდგომ კომენტარში თავადვე უარყო.


    "ჯარიმდებოდნენ თუ არა ჩემზე "ლაიფციგის" გოლის დროს? არა.


    ბურთის მოპოვების შემდეგ დაუფიქრებლად ვმოქმედებდით და პასს ძალიან სწრაფად ვაკეთებდით. მაშინ, როცა ანგარიშში წინ ვიყავით, უფრო მშვიდად უნდა გვემოქმედა. 


    საბოლოო ჯამში, ცხრილში ჩვენი უპირატესობა შევინარჩუნეთ. თუ ცხრილს ჩახედავთ, "ლაიფციგს" მოგება სჭირდებოდა. სამშაბათს "კიოლნი" უნდა დავამარცხოთ," - თქვა კიმიხმა.


    "ბაიერნს" 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს. მეორეადგილოსან "ფრაიბურგს" იულიან ნაგელსმანის შეგირდები 5 ქულით უსწრებენ.

    Facebook კომენტარები