"ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აღვწერ" - როისი ფინალში გასვლაზე "ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აღვწერ" - როისი ფინალში გასვლაზე » Footballnews "ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აღვწერ" - როისი ფინალში გასვლაზე
  • 08-05-2024
    "ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აღვწერ" - როისი ფინალში გასვლაზე
    "ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აღვწერ" - როისი ფინალში გასვლაზე

    დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის პირველი ფინალისტია. "შავ-ყვითლებმა" "პსჟ-ს" პარიზშიც იმავე ანგარიშით მოუგეს, რითაც სახლში დაამარცხეს - 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი გერმანელთა ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა თავური დარტყმით შეაგდო.

    "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრები ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალს 11-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან. ბოლოს ისინი იქ 2013 წელს იყვნენ. საინტერესოა, რომ ფინალს მაშინაც "უემბლი" მასპინძლობდა. დამთხვევა კიდევ უფრო აშკარა იქნება, თუ დღეს "ბაიერნი" "რეალის" ბარიერს დაძლევს და სეზონის გადამწყვეტ მატჩში "დერ კლასიკერი" განმეორდება.

    ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ემოციაზე კომენტარი "ბორუსიას" 34 წლის ნახევარმცველს, მარკო როისს სთხოვეს.

    "პირადად ჩემთვის ეს განსაკუთრებული კვირა გამოვიდა. ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავედით. ისე, როგორც 2013 წელს, როცა ყველაფერი დაიწყო. ფინალში "დორტმუნდთან" ერთად 10 წლის შემდეგ დავბრუნდი.

    ვერაფერს ვიტყვი, ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენი მიზანი მაინც შევასრულეთ. სიმართლე გითხრათ, ხვალ ზედმეტ შეკითხვებს არავინ დასვამს, მაგრამ "ბორუსია დორტმუნდის" სახელი ყველას ემახსოვრება. მთავარიც ესაა. ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აღვწერ," - თქვა მარკომ.

    სხვათა შორის, როისმა სულ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბორუსიას" დატოვებს. მისი დორტმუნდული კარიერის უკანასკნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება.

    ფინალს "უემბლი" პირველ ივნისს უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები