• 08-05-2024
    ჩავი სიმონსს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა
    ჩავი სიმონსს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა
    Author of the article
    Aa

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენიდან" გერმანულ "ლაიფციგში" განათხოვრებული ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ჩავი სიმონსი შეიძლება "ბარსელონაში" ვიხილოთ.

    "ბლაუგრანას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და ისიც იცის, რომ სიმონსს "პსჟ-სთან" კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომელიც მას აძლევს საშუალებას, თავად აირჩიოს ის გუნდი, სადაც გაუშვებენ იჯარის წესით.

    ჩავისა და მის აგენტს "პსჟ-სთან" შეხვედრა უკვე ჩანიშნული აქვთ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ნიდერლანდელს ბავშვობის ოცნება აუსრულდეს და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი გუნდის მაისური მოირგოს.

    წყაროს თანახმად, იჯარა ახლა ტრანსფერის განხორციელების ერთადერთი გზაა. სხვანაირად ფრანგული კლუბი სიმონსს 100 მილიონ ევროდ დააფასებს, რისი გადახდაც "ბლაუგრანასთვის" წარმოუდგენელია.

    აქვე გეტყვით, რომ სიმონსს ჩავი "ბარსას" ამჟამინდელი მესაჭის, ჩავი ერნანდესის საპატივსაცემოდ ჰქვია. ფეხბურთელის მამა "მაესტროს" დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ.

    21 წლის ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში 9 გოლითა და 15 ასისტით გამოიჩინა თავი.

    Facebook კომენტარები