• 03-06-2024
    მარკო როისი შეიძლება "გელექსიში" ვიხილოთ
    მარკო როისი შეიძლება "გელექსიში" ვიხილოთ

    The Athletic ირწმუნება, რომ "ლოს ანჯელეს გელექსი" აწ უკვე თავისუფალი აგენტის, მარკო როისის გადაბირებას ეცდება.

    გერმანელმა ნახევარმცველმა, რომელიც პარასკევს 35 წლის გახდა, დორტმუნდის "ბორუსიაში" თავისი ბოლო სეზონი ითამაშა. როისის დორტმუნდული კარიერის უკანასკნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი გამოდგა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ (0:2).

    როისს შეთავაზებები აქვს როგორც საუდის არაბეთიდან, ასევე ევროპიდან, თუმცა განსაკუთრებით აქტიურებენ MLS-ის კლუბები. მარკოს აგენტს ლონდონში სწორედ "გელექსისა" და "შარლოტის" წარმომადგენლები შეხვდნენ.

    MLS-ში მოქმედი "აღმოჩენის უფლების" თანახმად, მარკოსთან მოლაპარაკებებში პრიორიტეტი "შარლოტს" აქვს მინიჭებული. შესაბამისად, "გელექსიმ" "გვირგვინს" გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს, რათა როისთან დიალოგი თავადაც აწარმოოს.

    ვეტერანი ნახევარმცველით დაინტერესებულ კლუბად მოიაზრება "სენტ ლუისიც".

    "ლოს ანჯელესის" პოზიციებს ასუსტებს ის ფაქტი, რომ მარკოსთვის სეზონში მათ სულ 1.7 მილიონი დოლარის გადახდა შეეძლებათ, რადგან შემადგენლობაში განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადი მოთამაშეებისთვის განკუთვნილი 3-ვე ადგილი უკვე შევსებულია რიკი პუჩის, გაბრიელ პეშისა და ჯოზეც პაინცილის მიერ.

    გასულ სეზონში როისმა 42 მატჩში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.

    Facebook კომენტარები