• 06-07-2023
    "მილანი" "ალკმაართან" მოლაპარაკებებს აწარმოებს
    "მილანი" "ალკმაართან" მოლაპარაკებებს აწარმოებს
    Author of the article
    Aa

    სანდრო ტონალის "ნიუკასლში" გაყიდვის შემდეგ, "მილანი" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას ცდილობს. "როსონერიმ" ლონდონის "ჩელსიდან" უკვე დაიმატა რუბენ ლოფტუს-ჩიკი, თუმცა ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და ახალ სახეს კიდევ ეძებენ.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელების რადარზე "ალკმაარის" 24 წლის ფეხბურთელი, ტიანი რეინდერსი მოექცა, რომლის სანაცვლოდაც მათ ნიდერლანდელებს უკვე შესთავაზეს 18 მილიონი ევროს გადახდა, თუმცა,როგორც ცნობილია, ერედივიზიონის ბინადარს მინიმუმ 20 მილიონის მიღება სურს. 

    მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ.

    ჰოლანდიელმა კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე 254 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში კი 35 გატანილი გოლი და 31 საგოლე გადაცემა ფიქსირდება. ტიანის არარსებული კონტრაქტი კი ამჟამინდელ კლუბთან 2027 წლის ზაფხულში იწურება.

    Facebook კომენტარები