• 30-04-2022
    UEFA-ში გადაწყვეტილება მიიღეს - რუსები სერიოზულ შარში არიან
    UEFA-ში გადაწყვეტილება მიიღეს - რუსები სერიოზულ შარში არიან
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა და მას შემდეგ მეზობელ ქვეყანაზე მრავალი სამხედრო იერიში მიიტანა.


    ბუნებრივია, რუსეთის მიერ მსგავს შეუფერებელ ნაბიჯს მრავალი სანქცია და დისკვალიფიკაცია მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი კი რუსული კლუბების უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან მოხსნა იყო.


    გამოცემა Championat წერს, რომ რუსული კლუბები ზემოხსენებულ ტურნირებზე მონაწილეობას მომდევნო სეზონშიც ვერ შეძლებენ.


    "ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული კლუბები ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებენ, ხოლო ყველა ნაკრები უეფას ტურნირებზე მონაწილეობის გარეშე დარჩება", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები