• 23-07-2023
    "სიმართლე სულ სხვაა" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
    "სიმართლე სულ სხვაა" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
    ავტორი
    Aa

    Radio Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, რომ ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება.

    მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია რამდენიმე თვეა ამის შესახებ წერს, ამჯერად, დე მაჯომ სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ ყველაფერი საწყის ფაზაშია:

    "არ არის მართალი, რომ კონტრაქტის განახლების საკითხი მოგვარებულია, სიმართლე სხვაა. ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაში ვართ, ყველაფრის განსაზღვრას დრო სჭირდება", - თქვა დე მაჯომ.

    შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ის სეზონში დაახლოებით 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. იტალიური პრესა წერდა, რომ ხელშეკრულება ერთი წლით განახლდება, ხოლო კვარას ხელფასი გაორმაგებდა და წელიწადში 2.5 მილიონი ევრო გახდება.

    Facebook კომენტარები