• 23-07-2023
    რას სთხოვენ "ბარსას" კიეზაში - 2 ვარიანტი
    რას სთხოვენ "ბარსას" კიეზაში - 2 ვარიანტი
    ავტორი
    Aa

    ტურინის "იუვენტუსის" იტალიელი გარემარბი ფედერიკო კიეზა "ბარსელონას" ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაუკავშირეს.

    Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" 25 წლის შემტევი ძალიან მოსწონს, მაგრამ კლუბს ხელს "ბიანკონერის" მოთხოვნები უშლის.

    როგორც ირკვევა, "ზებრები" კიეზას 60 მილიონ ევროდ აფასებენ. "ბარსამ" შეიძლება ფედერიკო სხვა ფორმულითაც ჩაიგდოს ხელში - ფრანკ კესიე + 30 მილიონი ევრო.

    მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ტურინიდან ახალგაზრდა გარემარბის წაყვანის ფინანსური სახსრები ახლა არ გააჩნიათ.

    გასულ სეზონში კიეზამ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 4 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები