• 24-07-2023
    "იუნაიტედი" ლეონ გორეცკას დამატებით ინტერესდება - Sport1
    "იუნაიტედი" ლეონ გორეცკას დამატებით ინტერესდება - Sport1
    Author of the article
    Aa

    გავლენიანი გერმანელი ჟურნალისტის კერი ჰაუს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ლეონ გორეცკათი ინტერესდება.

    "ბაიერნი" ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს, ერთ-ერთი მსურველი კი სწორედ "იუნაიტედი" არის.

    გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" გორეცკას დაახლოებით 34 მილიონ გირვანქად აფასებს.

    ჰაუს თქმით, გორეცკას ტრანსფერი პირადად ერიკ ტენ ჰაგის სურვილია, რომელსაც გერმანელი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს.

    Facebook კომენტარები