• 24-07-2023
    რატომ გახდა ბრუნო გუნდის ახალი კაპიტანი - ტენ ჰაგმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
    რატომ გახდა ბრუნო გუნდის ახალი კაპიტანი - ტენ ჰაგმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
    Author of the article
    Aa

    ოფიციალურად, ამიერიდან, "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი კაპიტანი არა ჰარი მაგუაიერი, არამედ ბრუნო ფერნანდეში იქნება.

    ამაზე კითხვა ერიკ ტენ ჰაგსაც დაუსვეს, თუ რატომ აირჩია მან კაპიტნად ბრუნო, მისი პასუხი კი ასეთია.

    "მე კაპიტნობა მივანდე ბრუნოს, რადგან ის ყველას ინსპირაციას აძლევს.

    ბრუნო სამაგალითო ფეხბურთელია, მას მუდამ განვითარება სურს, ბევრს შრომობს და თავის მაქსიმუმს ავლენს.

    ასევე, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს და შესანიშნავად ესმის სხვების", - ამბობს ერიკი.

    Facebook კომენტარები