• 31-07-2023
    კანსელუ თუ ფრესნედა - ვის აირჩევს "ბარსელონა"
    კანსელუ თუ ფრესნედა - ვის აირჩევს "ბარსელონა"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონაში" ზუსტად იციან, რომ ივან ფრესნედა შემდეგ სეზონში გუნდში არ იქნება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როხერ ტორელო.

    წყაროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ "რეალ ვალიადოლიდის" მარჯვენა მცველს კატალონიური გრანდი მაინც შეიძენს, მას რომელიმე გუნდში გაანათხოვრებენ.

    როგორც ირკვევა, ჩავის უფრო გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება. "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ფლანგელი ჟოაუ კანსელუ კვლავ მთავარ კანდიდატურად განიხილება.

    სხვათა შორის, ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" "ვალიადოლიდს" ფრესნედას სანაცვლოდ 8 + 10 მილიონი ევრო შესთავაზა. "თეთრ-იისფრები" კონტრშეთავაზებას ამზადებენ.

    რაც შეეხება კანსელუს, მისი შეძენის საშუალებას კლუბს მხოლოდ უსმან დემბელეს "პსჟ-ში" წასვლა მისცემს.

    Facebook კომენტარები