• 09-08-2023
    "ბარსელონამ" 180 მილიონი ევრო იშოვა
    "ბარსელონამ" 180 მილიონი ევრო იშოვა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" Barca Studio-ს 49%-იანი წილის გაყიდვის ოპერაცია დაასრულა, - იუწყება ჟერარ რომერო.

    ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მექსიკურ კომპანია Mountain Nazca-ს შეუთანხმდა. კატალონიელები 180 მილიონ ევროს მიიღებენ. აქედან 30 მილიონი ევრო "ბარსას" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გადაეცემა.

    რომერო ამბობს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" უკვე შეუძლიათ ახალი ტრანსფერების განხორციელება.

    ეს შეთანხმება "ბარსელონას" მისცემს საშუალებას, რომ ყველა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს. უსმან დემბელესა და ფრანკ კესიეს წასვლა კი ახალწვეულების დამატების შესაძლებლობასაც გააჩენს.

    ლა ლიგამ აღნიშნული ოპერაცია უკვე დაამტკიცა.




    Facebook კომენტარები