• 25-10-2023
    მატჩის საუკეთესო - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "უნიონ ბერლინთან"
    მატჩის საუკეთესო - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "უნიონ ბერლინთან"
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში "ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

    მატჩის ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე, ჯაკომო რასპადორიმ შეაგდო. იტალიელ თავდამსხმელს ასისტენტობა "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაუწია.

    წამყვანმა სტატისტიკურმა სააგენტოებმა კვარა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

    Sofascore-მა ხვიჩა 7.8 ქულით შეაფასა, Whoscored.com-მა კი 8.1 ქულა დაუწერა.

    შეგახსენებთ, რომ ჯგუფს ლიდერობს მადრიდის "რეალი", რომელსაც 9 ქულა აქვს. 6-ქულიანი "ნაპოოლი" მეორე ადგილზეა. "პარტენოპეი" "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს, "უნიონ ბერლინი" კი კვლავ უქულოდ რჩება.

    Facebook კომენტარები